30-ჯერ გაზრდილი – ევროპაში წითელას შემთხვევების მატების ფონზე, ჯანმო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებში წითელას შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2023 წლის პირველ 10 თვეში გამოვლენილი წითელას რიცხვი წინა წლის მაჩვენებელს 30-ჯერ აღემატებოდა.
ამის შესახებ Politico იტყობინება.
ჯანმოში ამბობენ, რომ ვირუსის აღორძინების მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირებას უკავშირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურომ 2023 წლის იანვრიდან- ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირდა – მაშინ, როდესაც 2022 წელს მხოლოდ 941 აღირიცხა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო თვეებში ამ ვირუსის შემთხვევები გაიზარდა და თუ არ იქნება სასწრაფო ზომები მიღებული, ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება.
გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ (UKHSA), წითელას შემთხვევების გაზრდის გამო, ქვეყნის მასშტაბით ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.