ლავროვის თქმით, თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნება აშშ-რუსეთის ურთიერთობას ვერ გააუმჯობესებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვერ გააუმჯობესებს.

ამის შესახებ მან CBS-სთან ინტერვიუში თქვა.

დიპლომატის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ „პუტინის მხრიდან მომავალი უამრავი კეთილი ნების ჟესტი უარყო“. თუმცა, რაზეა საუბარი, ლავროვს არ დაუკონკრეტებია.

ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, თუმცა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს ურთიერთნდობამ ნგრევა დაიწყო.

ლავროვის შეფასებით, აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები