“ჰამასი” ორთვიანი პაუზის შესახებ ისრაელის შეთავაზებას არ დაეთანხმა – ეგვიპტის ოფიციალური პირი

“ჰამასი” ისრაელის წინადადებას არ დაეთანხმა, რომელიც პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ ტერორისტების ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას და ორთვიან სამხედრო პაუზას გულისხმობდა.

ამის შესახებ Associated Press-ს ​ანონიმურობის პირობით ეგვიპტელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.​​

გარდა ამისა, “ჰამასის” ლიდერებმა ღაზას სექტორის დატოვებაზე თქვეს უარი და მოითხოვეს, რომ ისრაელმა ტერიტორია მთლიანად დატოვოს და დაუშვას, რომ პალესტინელები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

ისრაელი “ჰამასს” ჰპირდებოდა, რომ იაჰია სინვარს და ორგანიზაციის სხვა ლიდერებს ღაზას სექტორის დატოვების და სხვა ქვეყნებში გადასვლის შესაძლებლობას მისცემდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები