ორბანმა შვედეთის პრემიერი ბუდაპეშტში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების განსახილველად მიიწვია
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედი კოლეგა – ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში მიიწვია. პოლიტიკოსების შეხვედრის საკვანძო საკითხი შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქნება.
ამის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს შვედეთის პრემიერმინისტრს, ულფ კრისტერსონს უნგრეთში ვიზიტის შესახებ მიწვევა გავუგზავნე, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზნით“, – დაწერა ვიქტორ ორბანი.
უნგრეთი და თურქეთი ორი ქვეყანაა, რომელსაც ალიანსში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.