გაერო: ღაზაში 570 ათასამდე ადამიანი შიმშილის ზღვარზეა

ღაზას სექტორში დაახლოებით 570 ათასი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება, ხოლო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა შეფერხებულია.

ამის შესახებ გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო იტყობინება.

“ღაზაში თითქმის 570 ათასი ადამიანი კატასტროფული შიმშილის წინაშე დგას. ინტენსიური ბრძოლები, წვდომის შეფერხება, ასევე – კომუნიკაციების არარსებობა UNRWA-ის ეფექტურ მუშაობას უქმნის პრობლემებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები