აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში “ჰუსიტების” პოზიციებზე მორიგი იერიში მიიტანეს
აშშ-ისა და ბრიტანეთის ძალებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, გვიან ღამით იემენში “ჰუსიტების” პოზიციებზე მორიგი იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის პრესსამსახური იტყობინება.
თავდასხმების სამიზნე იყო “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, რომლებსაც ბოევიკები იყენებენ რეგიონში საერთაშორისო სავაჭრო გემებზე და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმისთვის.
სამიზნეები მოიცავდა სარაკეტო სისტემებს და გამშვებ პუნქტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს და ღრმად ჩამარხულ იარაღის შესანახ ობიექტებს.