თელავის მერი: თოვლის ნალექიდან გამომდინარე, ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები – დაიყარა ქვიშა-მარილი

“თოვლის ნალექიდან გამომდინარე, ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ცენტრალური გზები და შიდა გზები. დაიყარა ქვიშა-მარილი. ასევე, გაიწმინდა თოვლისგან გზის საფარი”, – ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, შიდა საუბნო გზები სოფლებშიც იწმინდება.

“ამჟამად, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, დროებით, ამინდის გამო, შეზღუდულია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ისევე როგორც ქალაქში, სოფლებშიც იწმინდება შიდა საუბნო გზები, შესაბამისი სამსახური, ტექნიკა მობილიზებულია,” – აცხადებს ანდრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები