სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი.
ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე ფასების 4.3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში.