​ღაზას სექტორში ინტენსიური ბრძოლების შედეგად, 21 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

​ღაზას სექტორში ინტენსიური ბრძოლების შედეგად, 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

​ამის შესახებ IDF-ის წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

7 ოქტომბრის შემდეგ “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ერთ დღეში დაღუპული სამხედროების ეს ყველაზე დიდი რიცხვია.

​ჰაგარიმ თქვა, რომ “ჰამასმა” ტანკს სარაკეტო ყუმბარა ესროლა.

ამავე დროს, ორსართულიან შენობაში აფეთქება მოხდა და სამხედროები მოიყოლა.

მისი თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები