ინდიანას შტატში სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

აშშ-ში ინდიანას შტატში, საუტ-ბენდში სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა, მათგან ყველაზე პატარა 17 თვის იყო.

ABC News-ს წერს, რომ ხანძრის დროს სახლში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა – ერთი ზრდასრული და ექვსი ბავშვი.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ სახლიდან ექვსი ბავშვი გამოიყვანეს, მოგვიანებით ხუთი გარდაცვლილი გამოცხადდა.

ოფიციალური პირების თქმით, მსხვერპლთა ასაკი 17 თვიდან 11 წლამდე მერყეობს.

ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ, ბავშვები კი სახლის მეორე სართულზე ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

სახლში მყოფი ზრდასრული გადარჩა, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ასევე, მკურნალობას აგრძელებს 11 წლის ბავშვი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები