მიწისძვრის შედეგად, ალმათიში დახმარება ათობით ადამიანს დასჭირდა

ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე გვიან ღამით მომხდარი 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ალმათიში დახმარება 44 ადამიანს დასჭირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ალმათიდან 264 კილომეტრის დაშორებით იყო, თუმცა, ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქში 5.0 მაგნიტუდის ბიძგები იგრძნობოდა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ადამიანებს საშუალო და მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

დაშავებულთაგან 34 ზრდასრული, რომელთაგან 3 ჰოსპიტალიზებულია და 10 ბავშვია, რომელთაგან 5 ჰოსპიტალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები