ჯონ კირბი: ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ საავადმყოფოები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს, თუმცა საავადმყოფოები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
მისი თქმით, აშშ-ს არ სურს საავადმყოფოები საომარ ზონებად გადაიქცეს.
„ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ შეგნებულად იყენებს იარაღის შესანახად, მათი მებრძოლების დასასახლებლად, თუნდაც გარკვეულწილად, ბრძანებისა და კონტროლისთვის ისეთ ადგილებს, როგორიცაა საავადმყოფოები. ეს განსაკუთრებულ საჭიროებას აკისრებს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მაგრამ ასევე განსაკუთრებულ ტვირთს.
ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ველით, რომ ამას გააკეთებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მაქსიმალურად დაიცავენ უდანაშაულო ადამიანებს საავადმყოფოებში, სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს“, – აღნიშნა კირბიმ.