„საუკეთესო ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში“ – კულება ევროკავშირის მიერ უკრაინის დაფინანსებაზე
უკრაინა 2024 წლის პირველ ნახევარში იმედოვნებს, რომ დაიწყება სწრაფი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პრაქტიკული გახსნისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, მან ევროკავშირს მოუწოდა გაზარდოს კიევისთვის იარაღის მიწოდება და დაამტკიცოს გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამა.
„საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტად რჩება. „Patriot“, „NASAMS“, IRIS-T და SAMP-T არის აკრონიმები, რომლებიც გადაარჩენს მთელ ქალაქებს და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. მე ასევე მოვუწოდებ დაჩქარდეს საარტილერიო ჭურვების, ყველა ტიპის თვითმფრინავების მიწოდება და შორი დისტანციის რაკეტები 300+ კილომეტრის რადიუსით. რაც უფრო მეტი იქნება ჭურვი, მით ნაკლები იქნება დანაკარგი, რაც უფრო გრძელი იქნება რადიუსი, მით უფრო მოკლე იქნება ომი“, – ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს მიერ უკრაინის გრძელვადიანი დაფინანსების პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობას 50 მილიარდი ევროს ოდენობით.
„ეს დაფინანსება მნიშვნელოვანია უკრაინის ფინანსური სტაბილურობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის რუსული აგრესიის ფონზე. მისი დამტკიცება იქნება საუკეთესო ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში“, – დასძინა მინისტრმა.