კონგოში სატვირთოს გადაბრუნებას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სატვირთო მანქანის გადაბრუნებას, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 დაშავდა.
ამის შესახებ Associated Press-ი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც “ტვირთი და მრავალი მგზავრი” გადაჰყავდა, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, ქალაქ კასანგულუს სამხრეთ-დასავლეთში საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.