“ჰამასის” ერთ-ერთ ლიდერი მოსკოვშია

“ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი, დოქტორი მუსა აბუ მარზუკი მოსკოვში მორიგი ვიზიტით იმყოფება, რათა რუსეთის ხელმძღვანელობასთან ისრაელთან ომის შემდგომი ნაბიჯები განიხილოს.

ამის შესახებ მან Pravda.Ru-სთან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, რუსეთში წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ მაინც ჩადის, ამიტომ, ეს შეხვედრა უჩვეულო არ არის.

„რუსეთს პალესტინის ყველა ძალასთან აქვს კავშირი, ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ზავს “ფათაჰთან” და სხვა პალესტინურ ორგანიზაციებთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთის როლი უფრო აქტიური იყოს, განსაკუთრებით – აშშ-ის პოლიტიკასთან დაპირისპირებაში. ჩვენ ვისაუბრეთ მძევლების გათავისუფლებაზე, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა: ისრაელის და რუსეთის. მაგრამ ისინი ტყვედ ბრძოლის დროს ჩავარდნენ, ისინი ჯარისკაცები არიან. ცხრა ადამიანი“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები