გერმანიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგან 500-მდე ადამიანი დაზარალდა
გერმანიაში, ამ დროისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგან დაზარალებულად 467 შემთხვევაა მიჩნეული.
ამის შესახებ გაზეთი Neue Osnabrücker Zeitung-ი 16-ვე ფედერალური მიწის შესაბამისი ორგანოების პასუხზე დაყრდნობით წერს.
გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ოთხი წლის თავზე ხდება ცნობილი, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის აღიარების მოთხოვნით 11 827 განაცხადი გაკეთდა. 5 ათასზე მეტი საჩივარი უარყოფილია, 658 საჩივარი „სხვა მიზეზით“დარეგულირდა და 5 597 საჩივარი განხილვის პროცესშია.
როგორც გამოცემა წერს, იმის გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ამ ვაქცინით, დაახლოებით, 65 მილიონი მაცხოვრებელია აცრილი, პრეპარატის მავნებლობაზე საჩივარი 0,018 პროცენტს შეადგენს, ხოლო იმ ვაქცინების რაოდენობა, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი ნამდვილად მიაყენა, მხოლოდ 0,00072 პროცენტია.
გერმანიაში ყველა მოქალაქეს შეეძლო აცრიდან ექვსი თვის განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანა, თუმცა, ამ განაცხადების განხილვა დიდხანს გრძელდება.
როგორც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, ამის მიზეზია ის, რომ ექიმებს არ აქვთ სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესება ცალკეულ შემთხვევებში გავლილ ვაქცინაციასთან.