რესპულიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის რბოლას კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშა და მხარი ტრამპს დაუჭირა
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის რბოლას წყვეტს და მხარს დონალდ ტრამპს უჭერს.
რონ დესანტისმა აიოვას შტატში ჩატარებულ კოკუსებში მეორე ადგილი აიღო, მხოლოდ 21%.
„აშკარაა, რომ რესპუბლიკელთა პრაიმერისში ამომრჩეველთა უმრავლესობას დონალდ ტრამპისთვის მეორე შანსის მიცემა სურს. მე მას მხარს ვუჭერ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ძველი გვარდიის რესპუბლიკელებს ან იმ ხელახლა შეფუთულ კორპორატიზმს, რომელსაც ნიკი ჰეილი გვთავაზობს,”- თქვა დესანტისმა.
ტრამპს რესპუბლიკელთა ნომინაციისთვის ბრძოლაში მხოლოდ ერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკურენტი დარჩა – სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, ინდოელი ამერიკელი – ნიკი ჰეილი, რომელმაც აიოვას კოკუსში მესამე ადგილი აიღო.