BBC: ავღანეთში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა

ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon 10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა. მისი ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ორივე ძრავის გაუმართაობა ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.

მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და ტაჯიკეთის საზღვრიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრის დაშორებით მთას დაეჯახა.

ცნობისთვის, ავარიამდე პილოტმა ტექნიკური პრობლემების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები