Euractiv: ევროკავშირმა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასასრულებლად
ევროკავშირმა 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის საიმედო და კომპლექსური გადაწყვეტისთვის. დოკუმენტის პროექტის თანახმად, რომელსაც Euractiv-ი გაეცნო, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ეს ადვილი არ იქნება.
„მიმდინარე ვითარების გათვალისწინების და მიუხედავად ხილული სირთულეებისა და გაურკვევლობისა, დადგა დრო მოვემზადოთ ყოვლისმომცველი ისრალ-პალესტინური მშვიდობისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტის პროექტის შესავალში, რომელიც Euractiv-ი გაეცნო.
ევროკავშირის სამშვიდობო იდეის მთავარი ნაწილი „სამშვიდობო კონფერენციაა“ ევროკავშირის, აშშ-ის, ეგვიპტის, იორდანიის, საუდის არაბეთის, არაბული ქვეყნების ლიგისა და გაერო-ს მონაწილეობით.