“არ ვაპატიებთ ამ უნამუსო კაცს” – 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

როგორც არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა.

„ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვლიდით ვაჭმევდით და ვინახავდით. იმ დღეს კი, ქელეხის სუფრას ვამზადებდით და ჩემი შვილიშვილი ჩავაბარეთ ფერმაში მაგ უნამუსო კაცს, ამან კიდევ, გააუპატიურა. რის შემდეგაც, ბავშვმა დედას დაურეკა და შველა ითხოვა. ის უნამუსო კაცი კი ჩვენმა ნათესავებმა დაჭრეს. ეს არის საშინელება. არ ვაპატიებთ ამ უნამუსო კაცს”, – ამბობს არასრულწლოვანის ბებია.

ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, ფერმაში მოხდა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, არასრულწლოვანის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე – გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები