“ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა” – რას ჰყვება 12 წლის გოგოს პაპა საზარელი ამბის შესახებ

კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ 45 წლის მამაკაცი დაჭრა.

„ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ფერმაში ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა. ახლა ჩემი შვილიშვილი დაღუპა. ჩემმა მეორე ბიჭმა ვერ მოითმინა და დანა დაარტყა, მერე პოლიციაში თვითონვე წავიდა”, – ამბობს გოგონას პაპა.

ამ დროისათვის ბიძა, რომელმაც დამნაშავე დაჭრა, დაკავებულია. თავად დაჭრილი საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე და 137- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები