საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ეზოში ხანძარი დილით გაჩნდა და მისი ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე 24 მეხანძრე და შვიდი მაშველი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.