კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონაზე ნათესავმა იძალადა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გოგონას ბიძამ დაჭრა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.

დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგონას ბიძა კი პოლიციამ დააკავა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 137-ე,  გაუპატიურებისა და 117-ე, ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები