ჩინეთში სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Xinhua იუწყება.
აღსანიშნავია, რომ საერთო საცხოვრებელში ხანძარი 19 იანვარს ღამე გაჩნდა. ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.
სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნი იქნა 13 დაღუპული ადამიანის ცხედარი და ერთი დაშავებული ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სკოლის დირექტორი დააკავეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები ამ დრომდე დგინდება.