ზელენსკიმ კვლავ მიიწვია ტრამპი უკრაინაში და მის „სამშვიდობო გეგმას“ სახიფათო უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ მიიწვია უკრაინაში. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დონალდ ტრამპ, გეპატიჟები უკრაინაში, კიევში. თუ ომის შეჩერება 24 საათში შეგიძლია, ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი მიზეზი იქნება იმისთვის, რომ ჩამოხვიდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, ზელენსკიმ „ძალიან სახიფათო“ უწოდა იმას, რომ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებას 24 საათში გეგმავს.
„გამოდის, რომ ის დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს – რუსეთზე აღარაფერს ვამბობ – ორივე მხარის გარეშე, ჩვენს გარეშე… ეს იმაზე მეტყველებს, რომ თუ მისი იდეა, რომელიც არავის გაუგია, ჩვენი ხალხისთვის არ იმუშავებს, ის გააკეთებს ყველაფერს, რომ თავისი იდეა ხალხამდე მიიტანოს. ეს მე ცოტა არ იყოს მაღელვებს“, – განმარტა ზელენსკიმ.