ჯონ კირბი: აშშ მხარს უჭერს ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია
აშშ კვლავ ეწინააღმდეგება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი „ჰამასის“ „ბოევიკებს“ დაეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებს, როგორც ვთქვი, მძევლების გაყვანისა და მეტი დახმარების მიწოდების მიზნით, მაგრამ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ დროს ცეცხლის შეწყვეტას“, – აღნიშნა კირბიმ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 6 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტა მოხდა.