ბორის ჯონსონი: ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება

FILE PHOTO: Britain's Prime Minister Boris Johnson welcomes U.S. President Donald Trump at the NATO leaders summit in Watford, Britain December 4, 2019. REUTERS/Peter Nicholls/Pool

ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში წერს.

„The Economist-ის მიხედვით: „დონალდ ტრამპი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს 2024 წელს“.

მე მიყვარს The Economist, მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა ვინმე მის თანამშრომლებში, ვინც ფიქრობს, რომ ისინი შეიძლება ოდნავ აჭარბებენ.

ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის? ტრამპი?

თუ ფაქტებს დააკვირდებით, შეგიძლიათ რეალურად დაამტკიცოთ – და მე ახლაც შემიძლია ამის გაკეთება – რომ ტრამპის პრეზიდენტობა შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მსოფლიოს სჭირდება.

ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არანაირად არ ამცირებს ჯო ბაიდენის შესანიშნავ თვისებებს, რომელმაც ბევრი კარგი რამ გააკეთა და რომელიც არის მტკიცე ატლანტიკოსი და მეგობარი ამ ქვეყნისთვის. არც მე ვამცირებ ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის უზარმაზარ შეცდომას და კაპიტოლიუმზე მომხდარ ბუნტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები