ერდოღანმა ისრაელის პრემიერს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა.
მისი თქმით, ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ ნეთანიაჰუს და მისი ეკიპაჟის ბარბაროსულ ქმედებებს, რომელიც პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს უტოლდება.
„ჩვენ ვუყურებთ მათ, ვინც ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს. ვინც დღეს თვალს ხუჭავს ხოცვა-ჟლეტაზე, ხვალ ინანებს. დასავლეთის ქვეყნებმა ღაზაზე გამოცდა ვერ ჩააბარეს. მათ დაკარგეს სანდოობა. გაჩნდა ფაშისტური აზროვნება, ვინც ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიას. მათ თვალები დახუჭეს ქალებისა და ჩვილების მკვლელობებზე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.