გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

“TV მონიტორინგის” ინფორმაციით, 65 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები