რუსეთში დედამ ციხეში 1,5 თვის შვილი მოკლა
ბრიანსკის სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში თვე-ნახევრის შვილის მკვლელობისთვის დედას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქალი სასჯელს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის იხდიდა.
სასამართლოს ცნობით, ანასტასია კოვალიოვა დაკავებიდან 1,5 თვის შემდეგ ჩვილის ტირილით შეწუხდა, ის ხის იატაკზე დააგდო და, მკვლელობის მიზნით, ბავშვს თავი იატაკზე არტყმევინა. ჩვილი ადგილზე დაიღუპა.
აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე კოვალიოვამ დანაშაული აღიარა, მაგრამ არ მოინანია.
მისი თქმით, როდესაც ორსულობაზე შეიტყო, ბავშვის დატოვება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ციხეში მისი ყოფნის პირობები გაუმჯობესდებოდა, ხოლო მისი დაბადების შემდეგ შვილის მკვლელობაზე ხშირად ფიქრობდა.