იხურება თუ არა სომხეთში რუსული ბაზა – რუსეთის ელჩის განცხადება
სომხეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი კოპირკინმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„მე ვხელმძღვანელობ სომხური მხარის ოფიციალური განცხადებებით, კერძოდ, რომ ბაზის გაყვანის საკითხი არ დგას“, – განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან, სერგეი კოპირკინმა გიუმრიში ბაზის პოტენციური დახურვისა და რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დასძინა, რომ ასეთი სიგნალები არც რუსული მხრიდან ყოფილა.