ისრაელის პრემიერი: გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ამას მივაღწევთ
გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, ამას მივაღწიოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ყველა ფრონტზე და მიმდინარეობს და იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მიაღწევენ.
„ჩვენი მიზანი სრული გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ „ჰამასზე“ დარტყმები, არა მხოლოდ „ჰამასისთვის“ ზიანის მიყენება, არამედ „ჰამასზე“ სრული გამარჯვებაა.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს – ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას – და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას; „ჰამასის“ ლიკვიდაცია და რა თქმა უნდა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.