ბაიდენი: შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ვფიქრობ, კონგრესის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას

„კარგად ჩაიარა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა, სადაც უკრაინისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განიხილეს.

„ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეკავებას, რაც კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ ბლოკავდნენ საგანგებო დაფინანსებას, რომელიც ბაიდენმა უკრაინისთვის მოითხოვა.

ბაიდენმა 61,4 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება მოითხოვა, რათა უკრაინას იარაღის მიწოდებაში დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები