ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ვიბრძვით ტოტალური გამარჯვებისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ აპირებს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შეწყვეტას მანამ, სანამ ტერორისტული ორგანიზაცია არ განადგურდება.

მისი თქმით, ისრაელი იბრძვის ტოტალური გამარჯვებისთვის.

„ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩვენი ჯარები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებდნენ ღაზაში და გაანადგურეს ასობით ტერორისტი. ჩვენ გავანადგურეთ რაკეტების წარმოების გიგანტური ობიექტი და ეს არ არის ერთადერთი. ომი გრძელდება ყველა ფრონტზე და გაგრძელდება. სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს.

გამარჯვებას დამატებითი გრძელი თვეები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მის მოპოვებას ვაპირებთ. ჩვენ ვიბრძვით ტოტალური გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები