მედია: იორდანიამ სირიის სამხრეთ ნაწილი დაბომბა, არიან დაღუპულები
იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის სამხრეთზე იერიში მიიტანეს. ავიაიერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული და 3 დაშავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო Sham FM ავრცელებს.
აღინიშნება, რომ დარტყმა ეს-სუვეიდას პროვინციაში 17 იანვარს განხორციელდა.