ფილიპინებზე მეწყერს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის ორი ბავშვია
ფილიპინების სამხრეთით, მინდანაოს კუნძულზე გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.
ამის შესახებ News Line Philippines-ი წერს.
სტიქიური უბედურების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, არიან დაკარგულებიც, თუმცა, მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
ძლიერი წვიმის გამო, სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა.