აშშ-მა იემენში “ჰუსიტების” ობიექტები დაბომბა

შეერთებულმა შტატებმა იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა.

ამის შესახებ CNN იტყობინება.

აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო “ჰუსიტების” გამშვები პუნქტები, რომლებიც 14 რაკეტით იყო დამუხტული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები წარმოადგენდა “გარდაუვალ საფრთხეს” როგორც კომერციული გემებისთვის, ასევე, აშშ-ის სამხედრო გემებისთვის, რადგან გაშვება შესაძლოა, ნებისმიერ დროს მომხდარიყო.

იერიშის მისატანად აშშ-მა გამოიყენეს რაკეტები – Tomahawk-ი.

12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით და ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით, იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე ერთობლივი დარტყმები მიიტანეს.

13 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა “ჰუსიტების” სამხედრო ობიექტი დაბომბა.

მომდევნო თავდასხმა 16 იანვრის ღამეს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები