რომის პაპი: სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, მაგრამ მოერიდეთ პორნოგრაფიას
სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, მაგრამ კათოლიკეებმა პორნოგრაფიისგან თავი უნდა შეიკავონ, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე განაცხადა.
მისი თქმით, სექსუალური სიამოვნება საყურადღებოა, მაგრამ მას ძირს უთხრის პორნოგრაფია და ურთიერთობის გარეშე კმაყოფილებამ შეიძლება დამოკიდებულების ფორმები გამოიწვიოს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ სიყვარული. ავხორცობასთან ბრძოლაში გამარჯვება შესაძლოა მთელი ცხოვრების საქმე იყოს“, – განაცხადა ფრანცისკემ.