“საფრანგეთი სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა” – მაკრონმა რუსეთზე მკვეთრი განცხადება გააკეთა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გამარჯვების დაშვება ნიშნავს საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას, რომ საერთაშორისო წესრიგის დადგენილი წესები აღარ იქნება დაცული.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Le Figaro.
“რუსეთის გამარჯვების დაშვება საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს, რომ საერთაშორისო წესრიგის დადგენილი წესები აღარ იქნება დაცული და ეს ჩვენი ბალტიელი მეგობრებისთვის დაუშვებელია”, – თქვა მან.
გარდა ამისა, საფრანგეთის ლიდერმა თქვა, რომ პარიზი კიევთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებს.
„ჩვენ ვასრულებთ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც შეიცავს გარანტიებს და რომელსაც ხელი უახლოეს კვირებში მოეწერება“, – განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადაეცემა – დაახლოებით, 40 რაკეტა Scalp-ი და რამდენიმე ასეული ბომბი.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა, რათა გაზარდოს სამხედრო წარმოება, რაც მათ საშუალებას მისცემს კიევს Caesar-ის ჰაუბიცები გადასცეს.
„უკრაინაში თებერვალში ჩავალ, სადაც გამოვაცხადებ ამ ტექსტზე მუშაობის დასრულებას, ხოლო ამ იარაღის მიწოდება უკვე დაწყებული იქნება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.