“ჰამასში” აცხადებენ, რომ ღამის იერიშს 81 ადამიანი ემსხვერპლა

“ჰამასის” მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ღამის იერიშის შედეგად, მათ შორის, სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში 81 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

ამასთან, არ არის დაზუსტებული, სავარაუდო დაღუპულებს შორის რამდენია “ჰამასის” წევრი და სამოქალაქო პირი.

IDF-ის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები