ისრაელში აცხადებენ, რომ “ჰამასმა” ორი მძევალი მოკლა და მათი ცხედრების დაბრუნებას ითხოვენ

ისრაელში გამოაცხადეს, რომ “ჰამასმა” ორი მძევალი მამაკაცი მოკლა.

ამის შესახებ გაზეთი Times of Israel-ი იტყობინება.

“კიბუც ბეერიმ გამოაცხადა, რომ მძევლები – იოსი შარაბი და იტეი სვირსკი ღაზაში “ჰამასის” ტყვეობაში მოკლეს”, – წერს გაზეთი.

აღნიშნულია, რომ კიბუცი მოუწოდებს “ჰამასს”, დააბრუნოს ცხედრები და გაათავისუფლოს დარჩენილი მძევლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები