ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზაში ომის ინტენსიური ეტაპი მალე დასრულდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო შეტევის ინტენსიური მანევრირების ეტაპი ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზაში მალე დასრულდება.

მისი თქმით, ისრაელის არმია მუშაობს ჩრდილოეთ ღაზაში წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად.

„ამას მივაღწევთ რეიდების, საჰაერო დარტყმების, სპეცოპერაციებისა და დამატებითი აქტივობების მეშვეობით“, – აღნიშნა გალანტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები