ვივეკ რამასვამიმ ​რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ნომინაციისთვის ბრძოლა შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა

მეწარმემ, “Strive Asset Management”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვივეკ რამასვამიმ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ნომინაციისთვის ბრძოლა შეწყვიტა და თქვა, რომ მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს.

ამის შესახებ მან აიოვას შტატში საარჩევნო შტაბში განაცხადა.

”ჩვენ ვაჩერებთ საარჩევნო კამპანიას”, – თქვა მან და დასძინა, რომ მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს, “ის ჩემს სრულ მხარდაჭერას მიიღებს”.

რამასვამიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აიოვას შტატში გამართული კოკუსების შედეგად ხმების 7,7% მოიპოვა, მაშინ როდესაც ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებელი 53% შეადგინა.

ამრიგად, აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის უკვე 4 კანდიდატი იბრძოლებს – ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი; არკანზასის გუბერნატორი, ასა ხატჩინსონი, გაეროში აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელ ნიკ ჰეილი და დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები