გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარი დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 24 წლის მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა.

ჩხუბის დროს 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ბიჭი დაჭრა. ის გურჯაანში, კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები