ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეზღუდვების ქვეშ მოექცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტივები.
სანქციები დაწესდა აშულუკსკის პოლიგონზე და ვლადიმირის მოწინავე სამხედრო კვლევით კომპლექსზე.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა შემოიღო შეზღუდვები „სახელმწიფო საჰაერო კომპანიის „224-ე ცალკეული საავიაციო რაზმის“ გენერალური დირექტორის, ვოლოდიმირ მიხეიჩიკის წინააღმდეგ.
თეთრმა სახლმა ასევე სანქციები დაუწესა რუსეთის სამ მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს: 2 IL-76MD-ს და ერთ AN-124-ს.