„ჰამასის“ ლიდერი: ისრაელი მძევლებს იქამდე ვერ დაიბრუნებს, სანამ ყველა პალესტინელი პატიმარი არ გათავისუფლდება

Palestinian group Hamas' top leader Ismail Haniyeh talks after meeting with Lebanon's President Michel Aoun, in Baabda, Lebanon June 28, 2021. REUTERS/Mohamed Azakir

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, „ჰამასი“ღაზადანისრაელის მძევლებს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.

„ისინი აბსოლუტურად ვერ დაიბრუნებენ თავიანთ მძევლებს, გარდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ციხეებიდან ყველა ჩვენი პატიმარი გათავისუფლდება“, – აღნიშნა „ჰამასის“ ლიდერმა.

მისი თქმით, ისრაელმა ვერც ერთი მძევალი ვერ დაიბრუნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „წინააღმდეგობამ“ მიიღო ზავის შეთანხმება.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელთან დროებითი ზავის დროს, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო და 1-ელი დეკემბრის დასაწყისში დასრულდა, 105 ადამიანი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 240 პალესტინელი, ძირითადად ქალები და არასრულწლოვნები გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები