დაზვერვა: ისრაელთან ომში “ჰამასი” ჩრდილოეთ კორეულ იარაღს იყენებს

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (NIS) ინფორმაციით, ისრაელთან ომში “ჰამასი” ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ იარაღს იყენებს.

ამ ინფორმაციას თან ახლავს ახალი ფოტოები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ასახულია ჩრდილოეთ კორეული F-7 ყუმბარმტყორცნები კორეული იეროგლიფებით, რომლებსაც “ჰამასი” იყენებს.

NIS-ში განაცხადეს, რომ აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი იარაღი გადაეცა “ჰამასს” და როდის მოხდა.

„თუმცა, ამჟამად ძნელია ასეთი მტკიცებულებების მიწოდება დიპლომატიური კავშირების დაცვის აუცილებლობის გამო“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები