ვახტანგ ბერიძემ მერიის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან 2024 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტებზე. მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი საბიუჯეტო წელი საკმაოდ პოზიტიურად იწყება, ვინაიდან ბიუჯეტი გაზრდილია 6 მილიონ ლარზე მეტით, რაც იძლევა საშუალებას, გადაიჭრას ყველა ის პირველი რიგის საკითხები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ.

თათბირზე მერიის სამსახურებს დაევალათ, დროულად მოახდინონ ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების მომსახურების შესყიდვა და უზრუნველყონ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.

აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები