სამტრედიის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო

2024 წლის პირველი თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.

დავით ბახტაძემ კონკრეტულად განიხილა ყველა მიმდინარე პროექტი .

,,ჩვენი თითოეული დაგეგმილი სამუშაო მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული, ამიტომაც მათი შესრულების დრო და ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ყველა შემსრულებელ ორგანიზაციას, მაქსიმალურად დაიცვან მოთხოვნები, რათა ჩვენი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები გავაუმჯობესოთ”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

დღევანდელ თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებებიც დაანონსდა.

მერმა ტერიტორიულ ორგანოებში წარმომადგენლებს სამომავლოდ სოფლებში შეხვედრების ორგანიზებისკენ და დასახლებებში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები