გოგი მეშველიანი ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისში ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

ალილოს მსვლელობა ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშადან  დაიწყო, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტესშობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

მეალილოებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩის გავლის შემდეგ მსვლელობა სათნოების სახლთან დაასრულეს .

გოგი მეშველიანმა, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სათნოების სახლის    ბენეფიციარებს  შობის დღესასწაული მიულოცა  და საშობაო ნობათი გადასცა..

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები